წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისადა გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულიაროგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ. წალენჯიხა და მისიმიდამოები დასავლურ ქართველ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილიყოფილა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტისტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი ქვისადა ბრინჯაოს იარაღებს ხმარობდა. წალენჯიხის ტერიტორიაზე დასავლურქართული ტომები სწორედ რომ ამ ხანიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მიუთითებსთვით ამ პუნქტისა და მდინარის სახელწოდებანი „ჭელენჯიხა“, „წენდიხა“წალენჯიხა. მე-10 მე-11 საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებულიპუქტი ყოფილა, ამას ადასტურებს იმ დროისათვის ისეთი დიდი დამნიშვნელოვანი ეკლესია როგორიცაა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. ამდროიდან მოყოლებული წალენჯიხის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა ისე,რომ მე-13 მე-14 საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთადერთ რეზიდენციადიქცა. აქ ქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და როგორც ჩანსსაგვარეულოს სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ამგვარმა ზრდამ გამოიწვიამე-14 საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანაწალენჯიხაში. საეპისკოპოს ცენტრის წალენჯიხაში გადატანამ გამოიწვია ისდიდი მშენებლობანი და აგრეთვე წალენჯიხის ეკლესიის მოხატვა მე-14საუკუნეში, ვამეყ დადიანის დროს (1384–1396 წ. წ.). დადიანების რეზიდენციათაშორის წალენჯიხა დიდხანს იყო ერთ-ერთი უპირველესი.
გეოგრაფია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ენგურისა და ჭანისწყალის ხეობებში,ტერიტორია შეადგენს 646,6 კმ, მოსახლეობა 36,8 ათასი კაცს. მუნიციპალიტეტშიშედის 14 ტერიტორიული ერთეული, მათ შორის 2 ქალაქი (წალენჯიხა და ჯვარი) 11თემი და 1 სოფელი. კლიმატი — ზომიერი.
No comments:
Post a Comment