სასკოლო პროექტი–წალენჯიხა
1. პროექტის სახელი:
" წალენჯიხა „
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
· წალენჯიხის ისტორია, კულტურა, ტრადიციები;
3. პროექტის აქტუალობა:
· მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის,წალენჯიხის, ისტორიას;
· მოიპოვებენ რაიონის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
· ისწავლიან რაიონის ისტორიას,გეოგრაფიას.
4. პროექტის მიზნები:
· გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით,
· პრეზენტაციის მომზადება;
· თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: VII–X კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
· ექსკურსიები;
· ფოტო მასალა;
· ვიდეო მასალა;
· ნახატები;
· ჩანაწერები;
· ესეები;
· სტატიები ამ მხარის შესახებ;
· საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა;
· პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
· კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
· საჭირო ლიტერატურა;
· ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
· ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის კონკურსის შესახებ დებულებისა დაიდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
· ჯგუფების შექმნა;
· ფუნქციების განაწილება;
· კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება წალენჯიხის შესახებ ისტორიული მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების მოძიება, გეოგრაფიის, მუზეუმების,ეკლესია–მონასტრების შესახებ ინფორმაციის მოძიებაკვლევა მათი წარმოშობის შესახებ,
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
· მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
· ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
· პრეზენტაციის უნარი;
· მსჯელობა;
· წერითი სამუშაო.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება,ისტორია ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციოტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა ბლოგზე განტავსება)
ნაწერის ორგანიზებისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
თამარ კაკაჩია წალენჯიხის მე–4საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
თამარ კაკაჩია წალენჯიხის მე–4საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tatakakachia@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment